25 ივლისს ირანი სტამბოლში დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთსა და გერმანიასთან ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებებს გამართავს

ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებები

25 ივლისს ირანი სტამბოლში ევროპის ქვეყნებთან ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებებს გამართავს.

როგორც ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, ისმაელ ბაღაი აცხადებს, ირანი მოლაპარაკებებს დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთსა და გერმანიასთან გამართავს.

გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი ირანის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების დონეზე გაიმართება.