იაპონიის პრემიერ-მინისტრმა გადადგომა გადაწყვიტა

იაპონიის პრემიერი

 იაპონიის პრემიერ-მინისტრმა და მმართველი ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტმა შიგერუ იშიბამ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისი განცხადება 68 წლის პოლიტიკოსმა სპეციალურად მოწვეულ პრესკონფერენციაზე გააჟღერა.

მან პარტიას ახალი ლიდერის არჩევნებისთვის მომზადება დაავალა და აღნიშნა, რომ პოსტზე დარჩება მანამ, სანამ მის შემცვლელს არ აირჩევენ.

იშიბას პრემიერად არჩევიდან ერთი წელიც არ გასულა. ამ პერიოდში მმართველმა კოალიციამ პარლამენტის ორივე პალატაში უმრავლესობა დაკარგა, თუმცა იშიბა გადადგომაზე უარს აცხადებდა. მისი განმარტებით, თანამდებობის დატოვება ახლა იმიტომ გადაწყვიტა, რომ იაპონიამ აშშ-სთან ახალი სავაჭრო შეთანხმება გააფორმა.

„მინდა ესტაფეტა მომავალ თაობას გადავცე“, - განაცხადა იშიბამ.