გამოვლინდა რეგიონი, რომელშიც ადამიანები დიდხანს ცოცხლობენ - ახალი „ლურჯი ზონა"
1757228040
თელავში მართლწესრიგის ოფიცრები უკვე გამოჩნდნენ და მოქალაქეებს სამსახურის ფუნქციებს აცნობენ. მათი მოვალეობაა საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დაცვა. საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა მოქალაქეებთან მჭიდრო კომუნიკაციაც. თელავში მცხოვრები ადგილობრივები სიახლეზე და მშვიდ გარემოში ცხოვრების აუცილებლობაზე საუბრობენ.
მართლწესრიგის ოფიცრები მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე მუშაობენ გორსა და ქუთაისშიც. თითოეული მათგანი კონკურსის წესით შეირჩა. ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, არასრულწლოვანთა უფლებების დაცვა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დანაშაულზე პირველადი რეაგირება - ეს მათი საქმიანობის არასრული ჩამონათვალია.
ოფიცრებს სამინისტროში უმასპინძლა შინაგან საქმეთა მინისტრმა. გეკა გელაძემ მათ წარმატება უსურვა. უწყებაში აქცენტს საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდასა და დანაშაულის პრევენციის მნიშვნელობაზე აკეთებენ.
საქართველოში მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი უკვე წლებია მოქმედებს თბილისში, რუსთავსა და ბათუმში. ოფიცრები საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად სხვადასხვა ადგილას, მთელი დღის განმავლობაში მუშაობენ.