ექსპერტმა დაასახელა 4 „აკრძალული ფრაზა“, რომელიც მანქანის ყიდვისას არ უნდა თქვათ
1757190228
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს, გიორგი კაპანაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურამ ასევე შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს, გიორგი კაპანაძე გადაყენებული იყოს თანამდებობიდან საქმის დასრულებამდე. მოსამართლემ ეს შუამდგომლობაც დააკმაყოფილა.
გამოძიების ინფორმაციით, გიორგი კაპანაძე 400 000 დოლარის სანაცვლოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეს კონკრეტული მიწის ნაკვეთებისთვის სტატუსის შეცვლას ჰპირდებოდა. კაპანაძე წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ არ ცნობს.