იაპონიის პრემიერ-მინისტრის ფუმიო კიშიდას მთავრობა გადადგა

ფუმიო კიშიდა

იაპონიის პრემიერ-მინისტრის, ფუმიო კიშიდას მთავრობა გადადგა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 1 ოქტომბერს იაპონიის პარლამენტი კენჭს უყრის "ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის" ლიდერის, შიგერუ იშიბას დანიშვნას.

შიგერუმ განაცხადა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მომხრეა.

"მნიშვნელოვანია, ახალმა მთავრობამ, რაც შეიძლება მალე მოისმინოს ხალხის განაჩენი", - განაცხადა პოლიტიკოსმა.