1756837139
იაპონიის მმართველმა პარტიამ რიგგარეშე არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღო
იაპონიის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა ლიბერალ-დემოკრატიულმა პარტიამ (LDP) გაიმარჯვა, პრემიერ-მინისტრ სანაე ტაკაიტის ხელმძღვანელობით.
LDP-ის შედეგმა ყველაზე ოპტიმისტურ პროგნოზებსაც კი გადააჭარბა. კონსერვატიულმა კოალიციამ პარლამენტის ქვედა პალატაში ადგილების ორ მესამედზე მეტი მოიპოვა, რაც კონსტიტუციური უმრავლესობა, რომელიც ტაკაიტის პარტიას აძლევს შესაძლებლობას, განახორციელოს თავისი ინიციატივები ოპოზიციის გათვალისწინების გარეშე.
კენჭისყრის საბოლოო შედეგების მიხედვით, რომელსაც იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებელი NHK აქვეყნებს, ლიბერალ-დემოკრატიულმა პარტიამ 465-დან 316 მანდატი მოიპოვა. მანამდე მმართველ პარტიას ქვედა პალატაში მხოლოდ 198 ადგილი ჰქონდა. პარტიამ მიიღო კონსტიტუციური უმრავლესობა (310 ადგილზე მეტი), რაც LDP-ს საშუალებას აძლევს, დაძლიოს ზედა პალატის ვეტო და შეიტანოს ცვლილებები კონსტიტუციაში.
ადგილობრივი მედია აღნიშნავს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, როდესაც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ქვედა პალატაში ადგილების ორ მესამედზე მეტი მოიპოვა.
როგორც გამოცემა Kyodo წერს, ასეთი დამაჯერებელი გამარჯვება პრემიერ-მინისტრ სანაე ტაკაიტის მნიშვნელოვან იმპულსს მისცემს თავისი კონსერვატიული პოლიტიკური პროგრამის გასატარებლად. გამოცემას მიაჩნია, რომ პარლამენტში ადგილების ასეთი მნიშვნელოვანი ზრდა დიდწილად თავად ტაკაიტის პიროვნული პოპულარობის დამსახურებაა.











