1756837139
უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, ესპანეთში მატარებლების მემანქანეები გაიფიცნენ, სარკინიგზო მიმოსვლა შეფერხებულია
მედიის ცნობით, ესპანეთში მატარებლის მემანქანეების სამდღიანი გაფიცვა მიმდინარეობს, რის გამოც სარკინიგზო მიმოსვლა შეფერხებით ხორციელდება.
მემანქანეებმა უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გაფიცვა მოაწყვეს იანვარში მომხდარი ორი სარკინიგზო ავარიის გამო, რასაც 40-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
აღსანიშნავია, რომ სარკინიგზო შემთხვევების შემდეგ, ბარსელონასა და მის მიმდებარე რეგიონებში მატარებლის რეისები რეგულარულად უქმდება ან ყოვნდება, რადგან პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ლიანდაგების შემოწმება და რემონტი. შეფერხებები შეეხო სატვირთო გადაზიდვებსაც.
დღიურად ესპანეთის რკინიგზით საშუალოდ, 1.4 მილიონამდე მგზავრი სარგებლობს და 5 000-მდე რეისი ხორციელდება.
ქვეყანას მსოფლიოში სიდიდით მეორე სარკინიგზო ქსელი აქვს და დაახლოებით 3000კმ-მდე სიგრძის გზას მოიცავს.











