იაპონიის ერთ-ერთ სასტუმროში, თანამშრომლები რობოტებით ჩაანაცვლეს (VIDEO)

რობოტები

იაპონიის ერთ-ერთ სასტუმროში (Henn na Hotel-ში) თანამშრომლები რობოტებით ჩაანაცვლეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება არგენტინელი ტურისტის მიერ გადაღებული ვიდეო, სადაც ჩანს თუ როგორ ხვდებიან მას სასტუმროს მისაღებში რობოტები. 

„ცოტა შემეშინდა",- ამბობს ტურისტი. 

კადრებში ჩანს, თუ როგორ ასკანელებს არგენტინელი მოგზაური პასპორტს. რობოტები კი მას სასტუმროში სასიამოვნო დასვენებას უსურვებენ. 

 

@manuenalemania QUE MIEDO #japon #tokyo #viajarajapon ♬ sonido original - Manu en Alemania