რა უთხრა გია ჯაჯანიძეს ორნელა მუტიმ სკანდალური ეთერის დასრულების შემდეგ
1780341109
იაპონიაში, მტირალა პატარებისთვის სპეციალური კაფე გაიხსნა, სადაც დედებს შვილები ღამღამობით მიჰყავთ და ისვენებენ. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ქალაქ მემუროში ფრანგული ტოსტების კაფე მშობლებისა და ჩვილებისთვის კვირა საღამოს 9 საათიდან ორშაბათ დილის 6 საათამდე ღიაა, თან მათ უფასოდ მასპინძლობს. კაფეში ხოხვისა და ძილისთვის სპეციალური სივრცეები, გამოსაცვლელი მაგიდები და საკვები კუთხეებია მოწყობილი. მომხმარებლებს შეუძლიათ მოდუნდნენ და დაისვენონ, რადგან იციან, რომ მათი შვილების ტირილი სხვებს ძილს არ დაუფრთხობს.
კაფეს მფლობელმა, მადოკა ნოზავამ, თავადაც მრავალი უძილო ღამე გაატარა შვილის ტირილის გამო, მაშინ, როცა მის მეუღლეს სამსახურში წასასვლელად ადრე უნდა გაეღვიძა. ახლა მას სხვა დედების დახმარება სურს: "მინდა, ეს იყოს თავშესაფარი, სადაც ადამიანები იგრძნობენ, რომ თავიანთ პრობლემებთან მარტონი არ არიან".