ქედაში ავარიას ბავშვი ემსხვერპლა - ავტომობილი სიმაღლიდან გადავარდა
1728209100
იაპონიაში გაამართლეს კაცი, რომელიც სიკვდილით დასჯას 46 წელი ელოდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ივაო ჰაკამადას ამბავი ისტორიული აღმოჩნდა, რადგან მან სიკვდილით დასჯის მოლოდინში პრეცედენტულად ბევრი ათწლეული გაატარა. საბოლოოდ, სასამართლომ დაადგინა, რომ მისი აღიარებითი ჩვენება რეალობას საერთოდ არ ასახავდა, რადგან ჩვენება წამებისა და დაშინების შედეგად
იყო მიცემული.
2014 წელს ახალი ფაქტები გამოიკვეთა - საქმე განსახილველად გაიგზავნა, ჰაკამადა კი გაათავისუფლეს. ცნობისთვის, მას 1968 წელს რამდენიმე პირის განზრახ მკვლელობისთვის სიკვდილი მიუსაჯეს. ჰაკამადას ბრალად ედებოდა უფროსის, მისი ცოლისა და ორი შვილი მკვლელობა; ასევე, მათი სახლისთვის ცეცხლის წაკიდება. ჰაკამადას ისტორია, რომელიც ოთხმაგ მკვლელობას მოიცავს, იაპონიის სასამართლო ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გრძელ და დაუსრულებელ საქმედ მიიჩნეოდა.
როგორც BBC წერს, გადამწყვეტ სასამართლო განხილვას თითქმის 500 ადამიანი დაესწრო. სასამართლომ რამდენიმე დღის წინ საბოლოოდ დაადგინა, რომ მტკიცებულებები გაყალბებული იყო. ეს კი იმან განაპირობა, რომ კაცს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მოუწია ცრუ აღიარებითი ჩვენების მიცემა. საქმე დნმ-ანალიზის შედეგად გაიხსნა.
ჰაკამადა ყოფილი პროფესიონალი მოკრივეა. მისი ადვოკატები წლების განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ ივაო წინააღმდეგ ამოღებული სისხლიანი ტანსაცმელი მისი დნმ-ს კვალს არ ატარებდა. ისინი ასევე ვარაუდობდნენ, რომ დანაშაულში თავად საგამოძიებო უწყებაც იყო ჩართული, რომელმაც მასზე ძალადობასა და დაშინებას შეუწყო ხელი.