იაპონიაში ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე მომხდარ მასშტაბურ ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ავარია

იაპონიაში ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე მასშტაბური ავარია მსხვერპლით დასრულდა, დაიღუპა ორი ადამიანი, 26 კი დაშავდა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

მოყინულ გზაზე მოძრავი ორი სატვირთო მოცურდა და ერთმანეთს შეეჯახა, რამაც გადატვირთულ გზაზე ჯაჭვური რეაქცია გამოიწვია.

ერთმანეთს ჯამში 67 ავტომობილი შეეჯახა, ავარიის შედეგად 20 მანქანა აალდა და მთლიანად დაიწვა. ავარიის გამო მაგისტრალი დროებით ჩაიკეტა.