მიხეილ ყაველაშვილმა 613 მსჯავრდებული შეიწყალა
1737302050
იაპონიამ ნატო-ში დამოუკიდებელი მისია გახსნა. მანამდე ბელგიაში იაპონიის საელჩო ნატო-საც ფარავდა. 16 იანვარს ტოკიოში იაპონიამ და ნატო-მ მაღალი დონის კონსულტაციები გამართეს აღმოსავლეთ აზიისა და ევროპის რეგიონული უსაფრთხოების საკითხების განსახილველად.
2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და მოსკოვსა და პეკინს შორის მჭიდრო კავშირების შემდეგ ნატო-მ კავშირები გააღრმავა იაპონიასთან და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის სამ სხვა პარტნიორთან – ავსტრალიასთან, ახალ ზელანდიასა და სამხრეთ კორეასთან. იაპონიის პრემიერ-მინისტრი შიგერუ იშიბა მხარს უჭერს ნატო-ს მსგავსი უსაფრთხოების ჩარჩოს შექმნას აზიაში, თუმცა დეტალებს არ აკონკრეტებს.
პეკინმა გააკრიტიკა ნატო-ს მზარდი კავშირები ინდო-წყნარი ოკეანეთის პარტნიორებთან და შეშფოთებას გამოთქვამს, რომ ვაშინგტონმა, შესაძლოა, მხარი დაუჭიროს ნატო-ს მსგავსი ალიანსის შექმნას რეგიონში.