„დედა მართვით სუნთქვაზეა...“ - ცნობილი ხდება 9 წლის ბიჭის დაღუპვის სავარაუდო მიზეზი
1749115989
იაპონიამ ქიმიურ იარაღთან დაკავშირებული საქონლის რუსეთში ექსპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, ტოკიომ მოსკოვის წინააღმდეგ დამატებითი სანქცია რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო დააწესა.
იაპონიის მინისტრთა კაბინეტის მდივანი ჰიროკაზუ მაცუნო აღნიშნავს, რომ შეშფოთებულები არიან რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების გამო.
”იაპონიას ღრმად აშფოთებს უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროს ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენება”, - ჰიროკაზუ მაცუნომ და დასძინა, რომ იაპონია გააგრძელებს მუშაობას საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დასაწესებლად.