ჰუსიტები ამერიკულ ავიაგადამზიდს დაესხნენ თავს

ჰუსიტები

ჰუსიტები ამერიკულ ავიაგადამზიდს თავს დაესხნენ. ამის შესახებ იემენელი შიიტი "ჰუსიტების" პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას და ამბობს, რომ, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ავიამზიდ "ტრუმანზე" 3 იერიში მიიტანეს.

თავდასხმები წითელ ზღვაში რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით განახორციელეს.

იმავე პრესსპიკერი თქმით, იემენის დაცვითა და პალესტინის მხარდაჭერით, ჰუსიტები თავიანთ რელიგიურ, ჰუმანიტარულ და მორალურ ვალდებულებებს ასრულებენ.