ჩეხეთში სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავიდა - არიან დაშავებულები
1743611802
კარგად იცით, რომ დაიწყო პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობა და კომისიის პირველივე დღეებში მოჰყვა სერიოზული შფოთვა კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მათ მხარდამჭერებში. დაიწყო ცილისწამებებისა და ბინძური ჭორების გავრცელების ძალიან ბინძური კამპანია კომისიისა და მისი წევრების წინააღმდეგ, გასაგებია, ამით რის გადაფარვასაც ცდილობენ, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შესახებ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
სუბარის განცხადებით, კომისიის ყოველ სხდომაზე ისმენენ სისხლისგამყინავ ისტორიებს თუ როგორ აწამებდნენ ადამიანებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, საკუთრების უფლების ტოტალურ დარღვევებზე და სახელმწიფოსთან ერთად ამ დარღვევებში როგორ მონაწილეობდნენ დღეს უკვე პოლიტიკაში თავშეფარებული და გადაბარებული ბანკირები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.
„კომისიის ყოველ სხდომაზე ვისმენთ მართლაც სისხლისგამყინავ ისტორიებს როგორ აწამებდნენ ადამიანებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, საკუთრების უფლების ტოტალურ დარღვევებზე და სახელმწიფოსთან ერთად ამ დარღვევებში როგორ მონაწილეობდნენ დღეს უკვე პოლიტიკაში თავშეფარებული და გადაბარებული ბანკირები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.
ვისმენთ როგორ დევნიდნენ ადამიანებს უსასტიკესად, მხოლოდ მათი პოლიტიკური შეხედულებების გამო და როგორ ხდებოდა ადამიანების მათი ოჯახების, მათი ბიზნესის სრული განადგურება მხოლოდ იმიტომ, რომ მათი პოლიტიკური შეხედულება არ მოსწონდა ხელისუფლებას. თუმცა, რაც ყველაზე მეტად არ მოსწონს კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას, არის 2008 წლის აგვისტოს ომში მათი დანაშაულებისა და მოღალატეობრივი ქმედებების გამომზეურება. ეს არ მოსწონთ და გადაწყვიტეს, ჯარისკაცებისა და გენერლების მუნდირებს ამოეფარონ და ისე წარმოაჩინონ, თითქოს კომისიის მუშაობა ქართული ჯარის წინააღმდეგ არის მიმართული, თუმცა, ძალიან კარგად იციან, რომ სინამდვილეში პირიქით არის და ჩვენმა ხელისუფლებამ 2012 წლის შემდეგ შევძელით, საერთაშორისო სასამართლოებში მიგვეღწია და გაგვემართლებინა ის ჯარისკაცები და ოფიცრები, რომლებიც განწირულნი იყვნენ ნაციონალური მოძრაობის მიერ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.