ჰეგსეტმა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომში მომდევნო რამდენიმე დღე გადამწყვეტი იქნება

პიტ ჰეგსეტი

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომში მომდევნო რამდენიმე დღე გადამწყვეტი იქნება და თეირანი გააფრთხილა, რომ კონფლიქტი კიდევ უფრო გამწვავდება, თუ მხარეები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ.

ჰეგსეტმა აღნიშნა, რომ ტრამპი მზად არის შეთანხმებისთვის, მოლაპარაკებები კი გრძელდება და სულ უფრო ინტენსიური ხდება.

თუმცა, მან ასევე დასძინა, რომ აშშ მზად არის, ომი განაგრძოს, თუ ირანი მოთხოვნებს არ დაემორჩილება.

„ჩვენ სულ უფრო მეტი არჩევანი გვაქვს, მათ კი - სულ უფრო ნაკლები... სულ რაღაც ერთ თვეში ჩვენ დავადგინეთ პირობები, მომდევნო დღეები კი გადამწყვეტი იქნება“, - განაცხადა ჰეგსეტმა. „ირანმა ეს იცის და სამხედრო თვალსაზრისით თითქმის არაფერი შეუძლიათ დაუპირისპირონ ამას“.