ჰარი სტაილსი სუნამოს უშვებს

ჰარი სტაილსი

2021 წელს, ჰარი სტაილსმა კოსმეტიკური საშუალებების ბრენდი, Pleasing დააფუძნა. Pleasing-ის პროდუქტების კონცეფცია გენდერული საზღვრების წაშლაა. ბრენდი უშვებს ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა ფრჩხილის ლაქი, სახის კანის და სხეულის მოვლის საშუალებები და დეკორატიული კოსმეტიკის ლიმიტირებული კოლექციები. ამჯერად, ჰარი სტაილსის ბრენდმა სუნამოების ხაზი წარადგინა. როგორც დაანონსებული ხაზის აღწერაშია მითითებული, ის ე.წ. “Sex-Themed” სუნამოებს გააერთიანებს, სურნელის კონცეფცია კი, ადამიანების სხეულების ერთმანეთთან სიახლოვე იქნება.

Pleasing-ის სუნამოების ხაზი ბაზარზე ოქტომბერში ჩაეშვება. სუნამოების შეძენა თავდაპირველად ბრენდის ოფიციალური ვებგვერდიდან იქნება შესაძლებელი, მოგვიანებით კი, განსაზღვრულ ფიზიკურ სივრცეებშიც გამოჩნდება. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„ჩემმა ცოლმა მეტყველების უნარი დაკარგა... შინაგანად, ორივე მკვდრები ვართ" - საბედისწერო ქორწილში გადარჩენილი ნეფე-პატარძალი, რომლებიც დაღუპულები ეგონათ

ავსტრალიელ ქალს ტვინში ცოცხალი ჭია აღმოაჩნდა - მსოფლიო მედიცინაში პირველი შემთხვევა