მეცნიერებმა ჭაღარა თმასა და კიბოს შორის კავშირი დაადგინეს - კვლევა
1766858081
დასავლეთ გვატემალაში, პანამერიკულ ავტომაგისტრალზე, სამგზავრო ავტობუსი ხევში გადაიჩეხა, რის შედეგადაც სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა და 19 დაშავდა.
„ამ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 15 ადამიანი გარდაიცვალა - 11 კაცი, 3 ქალი და 1 არასრულწლოვანი“, - განუცხადა ჟურნალისტებს ადგილობრივი სახანძრო სამსახურის წარმომადგენელმა, ლეანდრო ამადომ. მან ასევე დასძინა, რომ დაახლოებით 19 დაშავებული შემთხვევის ადგილთან ახლოს მდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
ინციდენტი გზის იმ მონაკვეთზე მოხდა, რომელიც ხშირი ნისლით არის ცნობილი, რაც მძღოლებისთვის ხილვადობას საგრძნობლად ამცირებს.