1-ელი დეკემბრიდან 1-ელ მარტამდე პერიოდში ზამთრის საბურავებთან დაკავშირებით, გზების გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები ამოქმედდება

გზები

1-ლი დეკემბრიდან 1-ელ მარტამდე პერიოდში, გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე ზამთრის საბურავებთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები ისევ იმოქ​მედებს.

მთავრობას დაამტკიცებული და გამოაქვეყნებული აქვს დადგენილება, რომლითაც განსაზღვრულია იმ ადგილის/გზის მონაკვეთების ჩამონათვალი, სადაც ზამთრის პერიოდში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულო იქნება ზამთრის საბურავებით ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვით. გთავაზობთ ჩამონათვალს:

საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები: თბილისი-სენაკი-ლესელიძე (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) – მონაკვეთი ოსიაურის კვანძი-სურამის კვანძი რიკოთის გვირაბი-წევა;

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსი (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) – მონაკვეთი მლეთა-კობი;

ფონიჭალა-მარნეული-გუგუთი (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) – მონაკვეთი დმანისის გადასახვევი- გუგუთი;

ხაშური-ახალციხე-ვალე (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) – მონაკვეთი ქვიშხეთი-ვალე;

თბილისის შემოსავლელი – მონაკვეთი ზაჰესი-რუსთავი; ახალციხე-ნინოწმინდა (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) – მონაკვეთი ახალციხესაზღვარი;

ახალქალაქი-კარწახი (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) – მონაკვეთი ახალქალაქი- საზღვარი.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები:

ბათუმი (ანგისა)-ახალციხე – მონაკვეთი ქედა-ახალციხე; საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთი – მონაკვეთი ნასაკირალის უღელტეხილი-ოზურგეთი;

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილი – მონაკვეთი ჯვარი-ლასდილი; ქუთაისი (საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარა – მონაკვეთი წყალთაშუა-საირმე;

ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილი – მონაკვეთი ძეძილეთი-მელე;

ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილი (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) – მონაკვეთი ჟონეთი- ამბროლაური;

ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაური – მონაკვეთი ორპირი-ტყიბული ტყიბული (ნაქერალა)-ამბროლაური;

ალპანა-ცაგერი – მონაკვეთი ალპანა-ცაგერი;

ჩოლაბურის ხიდი-თერჯოლა-ტყიბული – მონაკვეთი ძევრი-ტყიბული;

ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქი – მონაკვეთი ბორჯომი- ახალქალაქი;

ახალქალაქის შემოსავლელი – მონაკვეთი ახალქალაქი;

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონი – მონაკვეთი გომი (სოფ. ვაყა)-საჩხერეჭიათურაზესტაფონი;

ჟინვალი-ბარისახო-შატილი – მონაკვეთი ჟინვალი-ბისო;