1770234507
გუტერეში: აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების ვადის გასვლა სახიფათო მომენტს წარმოადგენს
აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების ვადის გასვლა სახიფათო მომენტს წარმოადგენს, - ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა.
ანტონიო გუტერეში აშშ-სა და რუსეთს შორის გაფორმებული ახალი სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირების შესახებ ხელშეკრულების (New START) მოქმედების ვადის გასვლას გამოეხმაურა და მხარეებს ახალი შეთანხმების მიღწევის მიზნით მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა.
„ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში პირველად, ჩვენ ვდგავართ სამყაროს წინაშე, როდესაც რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ ბირთვულ არსენალზე დაწესებული სავალდებულო შეზღუდვები აღარ არსებობს. აღნიშნული ორი სახელმწიფო მსოფლიოში არსებული ბირთვული იარაღის მარაგების უდიდეს ნაწილს ფლობს. მოვუწოდებ ორივე სახელმწიფოს, რომ მოლაპარაკებების მაგიდას დაუყოვნებლივ დაუბრუნდნენ“, - განაცხადა გუტერეშმა.












