„გშორდები, გშორდები, გშორდები, ფრთხილად იყავი!“ - დუბაის პრინცესამ ქმარს განქორწინების შესახებ სოციალური ქსელით შეატყობინა

პრინცესა

დუბაის პრინცესამ, მაჰრა ბინ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმმა მუჰამედ ბინ რაშიდ ბინ მანა ალ მაქტუმთან განქორწინების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ მან ინსტაგრამზე დაწერა.

„ძვირფასო ქმარო, რადგან სხვებით ხართ დაკავებული, მე ვაცხადებ ჩვენს განქორწინებას! გშორდები, გშორდები, გშორდები. ფრთხილად იყავი. შენი ყოფილი ცოლი“, - წერს დუბაის ემირის ქალიშვილი.

წყვილმა უკვე მოახერხა არა მხოლოდ ერთმანეთის გამოწერის გაუქმება სოციალურ ქსელებში, არამედ ყველა ერთობლივი სურათის წაშლაც. თუმცა, მათ ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ.

2022 წლის მარტში დუბაის ემირს ჩამოერთვა შვილისა და ქალიშვილის აღზრდის უფლება. ინგლისისა და უელსის უზენაესი სასამართლოს საოჯახო დეპარტამენტმა, რომელიც აწარმოებს დუბაის ემირ მუჰამედ ალ მაქტუმის და პრინცესა ჰაიას განქორწინების პროცესს, დაადგინა, რომ ემირს არ ექნება უფლება, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს მათი ორი შვილის აღზრდაზე ან შეხვდეს მათ. სასამართლოს ბრძანების თანახმად, პრინცესა ჰაია მიიღებს ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას ჯალილასა და ზაიდის ჯანმრთელობასა და განათლებასთან დაკავშირებით.