გონების გაწმენდის და სხეულის გაკაჟების რიტუალი... - რას აკეთებენ იაპონელები ახალი წლის დღეებში

სიტრო

სინტოს მიმდევრებმა იაპონიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულებისა და სტიქიისგან დანგრეული რეგიონის დროულად აღდგენისთვის, ტრადიციული საახალწლო რიტუალით ილოცეს.

ყოველწლიურად ახალი წლის პირველ დღეებში სინტოს მიმდევრები ტაძარში იკრიბებიან და საგანგებოდ მოწყობილ ყინულოვან აბანოში ბანაობენ, სადაც ტემპერატურა 9 გრადუსს არ აღემატება.

ტრადიციულ განბანაში 33 ექსტრემალი იაპონელი მონაწილეობდა. როგორც თავად ამბობენ, მიზანი ახალი წლისთვის გონების გაწმენდა და ჯანმრთელობისთვის სხეულის გაკაჟებაა. წელს იაპონიაში ეს რიტუალი 69-ედ ჩატარდა.