„მოსალოდნელია დღეიდან, 15 ივნისამდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1746383868
ღაზაში სამხედრო ოპერაციების გაძლიერებისა და გაფართოების მიზნით, ისრაელის სამხედრო ძალებმა ათიათასობით რეზერვისტის გამოძახება დაიწყო, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი ზრდიან ზეწოლას ღაზაში მყოფი მძევლების დაბრუნებისა და „ჰამასის“ დამარცხების მიზნით.
ისრაელის თავდაცვის ძალებში განმარტავენ, რომ ისინი იმოქმედებენ ახალ ტერიტორიებზე და გაანადგურებენ ყველა ინფრასტრუქტურას როგორც „მიწის ზევით, ასევე მიწისქვეშა სივრცეში“.
ამასთან, ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა დაამტკიცა ღაზაში სამხედრო გაფართოების გეგმა.
„ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ღაზაში 40 ადამიანი დაიღუპა, 125 კი დაშავდა.
მათივე ცნობით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზაში, სულ მცირე 52 535 პალესტინელი დაიღუპა, მათგან 2 436 დაიღუპა 18 მარტის შემდეგ, როდესაც ისრაელმა განაახლა შეტევა ღაზის სექტორში.