ახალციხეში, ბაგა–ბაღში 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა
1746457646
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციაში დაბნეულობაა, რადგან მათ არ აქვთ ინსტრუქცია, როგორ იმოქმედონ და მიიღონ თუ არა მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში.
„რასაკვირველია, ოპოზიციაში დაბნეულობა არსებობს, თუ ამას დაბნეულობა ჰქვია, მაგრამ მათ შეჯიბრი აქვთ, ვის უფრო დამაზიანებელი რესურსი გააჩნია და სად შეიძლება ამ რესურსის გამოყენება – არჩევნებში მონაწილეობით, თუ არჩევნების ბოიკოტით, დავა ამაზე მიდის. ფაქტია, რომ ოპოზიციის რიგებში დაბნეულობას ინსტრუქციის არქონა განაპირობებს. „მაკკეინის ინსტიტუტმა“ სალომე ზურაბიშვილი დაიქირავა, როგორც ერთ-ერთი თანამშრომელი, თუმცა მათი მხრიდან აქტიური მოწოდებები იყო, რომ სისხლი უნდა დაიღვაროს და რევოლუცია განვითარებულიყო. ეს ვერ შედგა. ალბათ, ახლა იქაც მათი პატრონები სხედან და მსჯელობენ, როგორ უკეთ გამოიყენონ მოღალატეთა არმია, რათა საქართველოში ის პროცესი განვითარდეს, რაც ჩვენ ძვირი დაგვიჯდება, თუმცა ვიღაცისთვის ეს მომგებიანი იქნება“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.