ახალციხეში, ბაგა–ბაღში 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა
1746457646
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ კურსკის ოპერაციამ, რომელიც ცხრა თვეა, გრძელდება, დასახული მიზნების უმეტესობას მიაღწია, ხოლო უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ შექმნილი ბუფერული ზონა კვლავ აქტუალური რჩება.
„კურსკის ოპერაციამ, რომელიც უკვე ცხრა თვეა, გრძელდება, დასახული მიზნების უმეტესობას მიაღწია. კურსკის რეგიონში ჩვენი აქტიური მოქმედებების წყალობით, მტრის შეტევითი ოპერაცია სუმის და ხარკოვის ოლქებში ვერ განხორციელდა. ბუფერული ზონა, რომელიც უკრაინის თავდაცვის ძალებმა შექმნეს სასაზღვრო რაიონებში, დღესაც აქტუალურია“, – განაცხადა სირსკიმ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თქმით, რაოდენობრივად მეტი მოწინააღმდეგის დამარცხება მხოლოდ არასტანდარტული სვლებით არის შესაძლებელი.
„კურსკის ოპერაცია სწორედ ასეთი იყო. მტრისთვის ეს მოულოდნელობა აღმოჩნდა. უკრაინამ აჩვენა, რომ შეუძლია კონტრშეტევა, დარტყმა და მტრის უკან დახევა, მათ შორის მის ტერიტორიაზეც“, – განაცხადა სირსკიმ.
მისივე თქმით, ეს შესაძლებელი გახდა კონკრეტული სამხედრო ნაწილებისა და კონკრეტული მეომრების წყალობით. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა აღნიშნა, რომ დააჯილდოვა სამხედროები, რომლებმაც თავი გამოიჩინეს კურსკის ოპერაციის მიმდინარეობისას.