„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
1727973944
ღაზაში მოქმედი ჰუმანიტარული ოპერაცია, რომელსაც შეიძლება, ეს სახელი ეწოდოს, არ არსებობს, – ამის შესახებ გაეროს ჰუმანიტარულმა კოორდინატორმა, მარტინ გრიფიტსმა განაცხადა.
მისივე თქმით, ღაზის სექტორის სამხრეთით მიმდინარე სამხედრო თავდასხმა არის ისეთი, როგორიც იყო ჩრდილოეთში, რაც იმას ნიშნავს, რომ დამხმარე სააგენტოებისთვის სამუშაოდ უსაფრთხო სივრცე არ არსებობს.
გრიფიტსმა აღნიშნა, რომ ამის მიუხედავად, დახმარების სააგენტოები რჩებიან ღაზაში და არ მიატოვებენ ხალხს, თუმცა მათ არ იციან, რით დამთავრდება ეს.
მისივე თქმით, მიმდინარეობს დისკუსია ისრაელთან, კერემ შალომის გადასასვლელის გახსნის შესახებ, რათა ღაზაში მეტი ჰუმანიტარული დახმარება შევიდეს.
„ჩვენ არ გვაქვს ჰუმანიტარული ოპერაცია სამხრეთ ღაზაში, რომლისთვისაც ამ სახელის დარქმევა ჯერ კიდევ შეიძლება. ჩვენი ოფისი ჯერ კიდევ ღაზაშია, ჩვენ კვლავ გვყავს სატვირთო მანქანები, რომლებიც ყოველდღიურად გადადიან რაფაჰას სასაზღვრო პუნქტით, მაგრამ ეს არ არის სტაბილური. ეს არ არის საიმედო და გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს არის არამდგრადი. ერთადერთი სერიოზული გამოსავალი, ცეცხლის შეწყვეტაა“,- განაცხადა გრიფიტსმა.