1742073701
ღამით პაციენტებს რომ არ შეეწუხებინა, ექთანმა მათ სასიკვდილო ინექცია გაუკეთა

გერმანიაში ექთანს ბრალი წაუყენეს ცხრა პაციენტზე სასიკვდილო დოზის ინექციის გაკეთებისთვის. ამის შესახებ Bild იტყობინება.
44 წლის მამაკაცი 2024 წელს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მამაკაცის ინექცია სულ 43 პაციენტი გაუკეთა, თუმცა მათგან 9 ადამიანის გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.
გამოძიების პროცესში დაადგინეს, რომ მედდამ დიდი დოზის ინექციები პაციენტებს მხოლოდ იმიტომ გაუკეთა, რომ თავად დაღლილი იყო და ძილი უნდოდა. პაციენტები კი მას მშვიდი ძილის საშუალებას არ მისცემდნენ.
ექთნის დაკავება სამედიცინო პერსონალის ყურადღების წყალობით გახდა შესაძლებელი: კოლეგებმა შენიშნეს მამაკაცის საეჭვო მოქმედებები და პოლიციას შეატყობინეს.
დღემდე წარდგენილი ბრალდებები მოიცავს 2023 წლის დეკემბრიდან 2024 წლის მაისამდე პერიოდს. გამოძიება გრძელდება.