1727944755
გერმანიის კონსერვატიულმა პარტიებმა ფედერალურ არჩევნებზე კანცლერობის კანდიდატად ფრიდრიხ მერცი დაასახელეს
გერმანიის კონსერვატიულმა პარტიებმა ფედერალურ არჩევნებზე კანცლერობის კანდიდატად ფრიდრიხ მერცი დაასახელეს. ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მემარჯვენე-ცენტრისტული „ქრისტიან დემოკრატიული კავშირის“ და მისი ბავარიელი პარტნიორის, „ქრისტიან-სოციალური კავშირის“ კანდიდატის მთავარი ოპონენტი, სავარაუდოდ, „სოციალ-დემოკრატების“ კანცლერი ოლაფ შოლცი იქნება.
ფრიდრიხ მერცი 2000-იანი წლების დასაწყისში იბრძოდა ნომინაციისთვის, მაგრამ მის ნაცვლად ყოფილი კანცლერი, ანგელა მერკელი აირჩიეს. მერცი 2022 წლიდან „ქრისტიან დემოკრატიული კავშირის“ ხელმძღვანელია. გერმანული მედიის ინფორმაციით, ფრიდრიხ მერცი უფრო მკაცრი ხაზის გატარებას ემხრობა მიგრაციის საკითხებში. გერმანიაში ჩატარებული გამოკითხვებით, პოლიტიკურ ძალებს შორის კონსერვატიული ბლოკი ლიდერობს.