1-ელი იანვრიდან ახალი კანონი შედის ძალაში! - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
1765052183
გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის მთავრობის წევრი ჩინეთში გაემგზავრა, რაც ბოლო წლებში პეკინში გერმანელი მაღალჩინოსნის პირველი ოფიციალური ვიზიტია.
გერმანიის ფინანსთა მინისტრი და ვიცე-კანცლერი ლარს კლინგბეილი გერმანიის კოალიციური მთავრობის პირველი მინისტრია, რომელიც ჩინეთს ეწვევა.
„როიტერის“ ინფორმაციით, კლინგბეილი ჩინეთის ლიდერებთან ისეთ თემებზე გამართავს საუბარს, როგორებიცაა ეკონომიკური თანამშრომლობა, აქტუალური პრობლემების გადასაჭრელად გზების მოძებნა და რუსეთ-უკრაინის ომი.
„კრიტიკულ ნედლეულზე წვდომას და ჩინეთის ჭარბი სიმძლავრის შემცირებას ისეთ სექტორებში, როგორიცაა ფოლადი და ელექტრომობილობა, დიდი მნიშვნელობა აქვს გერმანიის ეკონომიკისა და სამუშაო ადგილებისთვის. ჩვენ არ ვერიდებით კონკურენციას, მაგრამ ის სამართლიანი უნდა იყოს“, – განაცხადა კლინგბეილმა პეკინში გამგზავრებამდე.