5:24
გერმანიაში ტყეში ნაპოვნი "ცხედარი" 5-საათიანი გამოძიების შედეგად სექს-თოჯინა აღმოჩნდა

გერმანიაში ტყეში ნაპოვნი "ცხედარი", რომლის შესახებაც პოლიციას ერთ-ერთმა პირმა შეატყობინა, 5-საათიანი საგამოძიებო სამუშაოების შედეგად, სექს-თოჯინა აღმოჩნდა.
გერმანიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ქალაქ როსტოკის ტყეში პირი ძაღლს ასეირნებდა, როდესაც ლურჯ პარკში გახვეული სხეული აღმოაჩინა და ამის შესახებ პოლიციას შეატყობინა.
ადგილზე მკვლელობისა და პატრულის ოფიცრები, დრონის პილოტები, სასამართლო პათოლოგი, რამდენიმე სახანძრო მანქანა და 3D სკანერის სპეციალისტი გაგზავნეს, რომლებიც სერიოზული ტიპის დანაშაულებს იძიებენ.
5-საათიანი საგამოძიებო სამუშაოების შედეგად დადგინდა, რომ აღმოჩენილი სხეული სინთეტიკური მასალისგან იყო გაკეთებული და ე.წ. სექს-თოჯინას წარმოადგენდა.
თოჯინას, სავარაუდოდ, ცეცხლი წაუკიდეს, რაზეც მეტყველებს ის ფაქტი, რომ მისი ზოგიერთი ნაწილი დამწვარი იყო.
The Telegraph-ის ცნობით, საპატრულო ოფიცრებმა შემთხვევას თავიანთი კარიერის ყველაზე უცნაური სამუშაო უწოდეს.
თუმცა ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სექს-თოჯინას გამოძიება სიცრუეში შეჰყავს.
2023 წელს ვორვიკშირის პოლიციამ 31-საათიანი გამოძიება აწარმოა სავარაუდო მკვლელობის შესახებ, რის შედეგადაც "ცხედარი" ასევე სექს-თოჯინა აღმოჩნდა.