გერმანიაში საპენსიო ასაკის 70-წლამდე გაზრდაზე იმსჯელებენ

germania

გერმანიაში საპენსიო ასაკის 70-წლამდე გაზრდა სურთ, – ამის შესახებ გერმანული გამოცემა „ბილდი“ წერს.

„ბილდის“ ცნობით, საპენსიო კომისია 23 თებერვალს გამართავს შეხვედრას, სადაც განიხილავენ გზებს, როგორ უნდა განახორციელონ რეფორმა. დისკუსია ასევე შეეხება ვადაზე ადრე პენსიაზე გასვლისთვის შენატანების ოდენობას და მუშაობის გაგრძელების წახალისების საკითხს.

ამასთან, „ბილდის“ ინფორმაციით, კომისიის რეკომენდაცია შესაძლოა, გაზაფხულზე მზად იყოს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, გერმანელი პოლიტიკოსების ნაწილი ემხრობა ყოვლისმომცველ რეფორმას, რადგან უნდა მოხდეს საპენსიო ხარჯების წლიურად 50 მილიარდ ევროზე მეტით შემცირება