გერმანიაში, მძარცველებმა ბანკის კედელი გაანგრიეს და 30 მილიონი ევროს ოდენობის თანხა და სამკაულები მოიპარეს

მძარცველებმა ბანკის კედელი გაანგრიეს

გერმანიაში, ქურდებმა, დიდი ბურღით, ქალაქ გელზენკირხენის მთავარ ქუჩაზე მდებარე ბანკის სეიფის კედელი გაანგრიეს და დაახლოებით 30 მილიონი ევროს ოდენობის ნაღდი ფული და ძვირფასი ნივთები მოიპარეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიის ცნობით, პოლიციის წარმომადგენელმა ძარცვა ჰოლივუდის ფილმს "ოუშენის თერთმეტი მეგობარი" სცენარს შეადარა და აღნიშნა, რომ ის ძალიან პროფესიონალურად იყო დაგეგმილი.

გელზენკირხენში, Sparkasse-ს შემნახველი ბანკის ძარცვის დროს, ქურდებმა 3000-ზე მეტი შემნახველი სეიფი გატეხეს, რომლებშიც ნაღდი ფული, ოქრო და სამკაულები ინახებოდა.

გელზენკირხენის პოლიციამ განაცხადა, რომ დანაშაულის შესახებ ორშაბათს დილით ადრე, სახანძრო სიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ შეიტყვეს.

მედიის ცნობით, ეჭვმიტანილები არ დაუკავებიათ და მძარცველები ამ დრომდე თავისუფლებაზე არიან.