საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი დასახელდა
1732608926
გერმანიის მოსახლეობის დაცვისა და კატასტროფებზე რეაგირების ფედერალური უწყება განიხილავს საკითხს, რომელიც საზოგადოებრივ შენობებში ბუნკერების მოწყობას ეხება, - წერს The telegraph.
მათი თქმით, ეს გადაწყვეტილება გერმანიაში „გამძაფრებული საერთაშორისო საფრთხეების ფონზე“ მიიღეს. უწყების თანამშრომლები ადგენენ იმ შენობების სიას, სადაც ბუნკერების განთავსება იქნება შესაძლებელი.
„რუსეთთან ომის მზარდი შიში აიძულებს პოლიტიკოსებს განიხილონ ის საზოგადოებრივი შენობები, რომლებიც შეიძლება გამოიყენონ ბუნკერებად“, - ნათქვამია სტატიაში.
ასევე, იქმნება მობილური აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც მოსახლეობა მიიღებს შეტყობინებებს საფრთხისა და უახლოესი თავშესაფრის შესახებ.
გერმანიის მთავრობა აპირებს მოუწოდოს მოსახლეობას მოაწყონ ბუნკერები საკუთარ სახლებში.
„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ასეთი სიტუაცია არ შეიქმნება, თუმცა ჩვენ უნდა ვიყოთ მზად დავიცვათ მოსახლეობა საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში“ - განაცხადა გერმანელმა დეპუტატმა ანდრეა ლინდჰოლცმა.
გერმანიაში 84,4 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ქვეყანაში 579 საზოგადოებრივი თავშესაფარია, სადაც დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი დაეტევა.