2026 წლის ფავორიტი, ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელიც ჯეკპოტს მოიგებს - ასტროლოგების პროგნოზი
1765822267
თუკი ოპოზიციურ პარტიებს აქვთ სურვილი იარსებონ და დარჩნენ პოლიტიკაში, მნიშვნელოვანია პარლამენტში შესვლა, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიერ მანდატების დატოვების საკითხზე კომენტირებისას.
მისი თქმით, ამ ეტაპზე, ოპოზიცია მანდატებს დათმობს თუ არა, მნიშვნელოვანი არ არის, თუმცა, საბოლოოდ ისინი პარლამენტში მაინც შევლენ.
„ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან ბევრ ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებას ვისმენთ. მე ვფიქრობ, ეს მათი მხრიდან ჩვეულებრივი კამპანია და კეკლუცია თავიანთი ამომრჩევლის წინაშე. თუმცა, საბოლოოდ მგონია, რომ ეს ოპოზიციური პარტიები აუცილებლად შემოვლენ პარლამენტში. დღეს, ამაზე საუბარი საინტერესო არ არის.
ვფიქრობ, რომ სხვა უფრო ბევრი საკითხია მოსაგვარებელი, უამრავი დაპირებაა ჩვენი მხრიდან გაცემული, მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი. თუ რას გააკეთებს ოპოზიცია და რას იზამს მომავალში - შევლენ თუ არა პარლამენტში, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა, ისევ და ისევ მათთვის და მათი არსებობისთვის, თუკი ამ პოლიტიკურ პარტიებს აქვთ სურვილი იარსებონ და დარჩნენ პოლიტიკაში, მნიშვნელოვანია პარლამენტში შესვლა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.