1732386875
გატაცებული ბავშვი "ტრაილერის სახლში" ჰყავდა დამალული - დაკავებული 46 წლის კაცია (აშშ)
შარლოტა სენა 34 საათის განმავლობაში დაკარგული იყო. გამტაცებელმა 9 წლის ბავშვს საკუთარი გამოსასყიდის დაწერა აიძულა. ის 50 ათასს დოლარს ითხოვდა. ბავშვის გატაცებისთვის კი 46 წლის კრეიგ როსი დააკავეს. გოგონა ნიუ-იორკის გარე ბანაკიდან გაუჩინარდა. ის მამაკაცის ე.წ. ტრაილერის სახლში იპოვეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
„ყოველი საათის გასვლის შემდეგ იმედი ქრებოდა, რადგან ჩვენ ყველამ ვიცით მსგავსი ისტორიები. პირველი 24 საათი, არის იმედი. მაგრამ როცა 48 საათს მიაღწევ, იმედი იკლებს. როდესაც შარლოტა გაუჩინარდა მოროს შტატის პარკში, ეს იყო ყველა მშობლის ყველაზე საშინელი კოშმარი“,- თქვა გუბერნატორმა.
პოლიცია გოგონას სახლს ადევნებდა თვალყურს, სწორედ ამ დროს შეამჩნიეს კაცი, რომელიც სახლთან, საფოსტო ყუთში ბარათს დებდა.
პოლიციამ განაცხადა, რომ როსმა წინააღმდეგობა გაუწია დაჭერის დროს და მცირე დაზიანებები მიიღო. შარლოტა ფიზიკურად უვნებელი გამოჩნდა.
როსი ღამით მილტონში, ნიუ-იორკში, ქალაქის სასამართლოში გაასამართლეს, პირველი ხარისხის გატაცების ბრალდებით. პოლიციამ განაცხადა, რომ კაცის წინააღმდეგ მეტი ბრალდებაა მოსალოდნელი.
ასევე დაგაინტერესებთ:
VIDEO: საგანგაშო კადრები სტიქიის ზონიდან - 190 ადამიანი დაშავდა ტაივანში ტაიფუნის შედეგად