განსაკუთრებული როლი და პრივილეგიაა ჩემთვის, ვიმუშავო ამ რანგში, ვიყო აქ და ვაკონტროლო უდიდესი, ყველაზე ეფექტური, ნიჭიერი და გამოცდილი დიპლომატიური კორპუსი მთელ მსოფლიოში, რომელიც ამ შენობაშია განლაგებული - მარკო რუბიო

მარკო რუბიო

ამერიკის ახალმა სახელმწიფო მდივანმა მუშაობა უკვე დაიწყო. მარკო რუბიო საგარეო უწყების თანამშრომლებს შეხვდა. 53 წლის დიპლომატმა განაცხადა, რომ გააკეთებს ყველაფერს რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად.

მისივე თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკის ეროვნულ ინტერესებს გაატარებს.

"მინდა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მადლობა გადავუხადო, რომ ჩემი კანდიდატურა წარადგინა. ეს განსაკუთრებული როლი და პრივილეგიაა ჩემთვის ვიმუშავო ამ რანგში, ვიყო აქ და ვაკონტროლო უდიდესი, ყველაზე ეფექტური, ნიჭიერი და გამოცდილი დიპლომატიური კორპუსი მთელ მსოფლიოში, რომელიც ამ შენობაში არის განლაგებული.

მე ამ დეპარტამენტში ახალი ვარ, დღეს ჩემი პირველი სამუშაო დღეა, თუმცა ამ საქმეში ახალბედა არ ვარ. მისია იმაში მდგომარეობს, რომ გარანტირებული იყო ის, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკა ფოკუსირებული იყოს ჩვენი ეროვნული ინტერესების წინ წაწევაზე, რომელიც პრეზიდენტმა წინასაარჩევნო კამპანიის დროს ჩამოაყალიბა, როგორც ყველაფერი, რაც უფრო ძლიერს, უსაფრთხოდ და აყვავებულად გვაქცევს, ეს ჩვენი მოვალეობა იქნება", - აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო.