გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსის განცხადებით, ევროპა პუტინის ომის მანქანას უფრო მეტ ფულს უხდის, ვიდრე უკრაინას

რიჩარდ მური

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის საიდუმლო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, რიჩარდ მური აცხადებს, რომ ევროპა პუტინის ომის მანქანის დაფინანსებაზე უფრო მეტ ფულს ხარჯავს, ვიდრე უკრაინის დახმარებაზე.

რიჩარდ მურის თქმით, ევროპისთვის სამარცხვინო სტატისტიკაა, რომ ისინი ჯერ კიდევ ყიდულობენ იაფ რუსულ საწვავს, რითაც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს კომფორტს უქმნიან.

ბრიტანეთის დაზვერვის საიდუმლო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის თქმით, რეალურად ევროპამ უკრაინის მხარდაჭერა და რუსეთზე ზეწოლა უნდა გააძლიეროს.

„ევროპისთვის ერთ-ერთი სამარცხვინო სტატისტიკა იმაში მდგომარეობს, რომ ის კვლავ დიდ ფულს დებს პუტინის სამხედრო მანქანაში, ვიდრე უკრაინას აძლევს, ყიდულობს რა ნავთობპროდუქტებსა და გაზს. ასეთი რამ როგორაა შესაძლებელი, არა?!“, - განაცხადა მურმა.