რამდენად იყიდით 1 გრამ ოქროს - განახლებული მონაცემები
1770830301
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან ერთად ცნობილ ქართველ მეცნიერს, ელენე აბაშიძეს ესტუმრა და მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე მიულოცა.
„ელენე აბაშიძის ცხოვრების გზა და მოღვაწეობა ჩვენი მომავალი თაობისთვის, უამრავი გოგონასა და ქალისთვის გამორჩეული და მნიშვნელოვანი მაგალითია. აღსანიშნავი და საამაყოა, რომ ქალი, რომლის სამეცნიერო საქმიანობა მსოფლიომ არაერთხელ აღიარა, დღესაც ასეთი შემართებითაა“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.
ელენე აბაშიძე არის გეოგრაფი, სპელეოლოგი, ჰიდროლოგი და ჰიდროგეოლოგი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი. მისი სამეცნიერო კვლევები აღიარებულია როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ელენე აბაშიძის სადოქტორო ნაშრომი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო ბიბლიოგრაფიული ინსტიტუტის მიერ შეფასდა, ხოლო თავად ავტორი დაჯილდოებულია მეცნიერ ქალთა ნამუშევრებს შორის მინიჭებული „წლის ქალის“ საპატიო წოდებითა და შესაბამისი სიგელით.