გაეროში აშშ-ის ელჩი: ტრამპი გაეროსთვის იმავეს გააკეთებს, რაც ბოლო ათწლეულში ნატოსთვის გააკეთა

მაიკ უოლცი

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გაეროში აშშ-ის ელჩმა, მაიკ უოლცმა ორგანიზაციის რეფორმირების აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გაეროს „დიეტა“ სჭირდება, რადგან „ყველა თანხმდება, რომ ცვლილებები გარდაუვალია“.

„ჩვენ აქტიურად ვითხოვთ, რომ გაერო დაუბრუნდეს საწყისებს - მშვიდობის დამყარებისა და შენარჩუნების იმ ფუნქციას, რომელიც მისი დაარსების საფუძველი იყო“, - განაცხადა ამერიკელმა ელჩმა.

მისი თქმით, დონალდ ტრამპი გაეროს მიმართაც იმავე მიდგომას გამოიყენებს, რასაც ნატოს შემთხვევაში მიმართავს - აიძულებს ორგანიზაციას, გადავიდეს ქმედებაზე და საკუთარი შიდა პრობლემები მოაგვაროს.