გაეროს გენერალურმა მდივანმა მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა, შეაჩერონ სიგიჟე და დაასრულონ მსოფლიო ომები

ანტონიუ გუტერეში

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა ბიშკეკში შეკრებილ მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა, „შეაჩერონ სიგიჟე“ და დაასრულონ მსოფლიო ომები.

გაეროს გენერალურმა მდივანმა სამშაბათს, ყირგიზეთის დედაქალაქში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის პარალელურად Euronews-თან საუბრისას განაცხადა, რომ ეს შეხვედრა იშვიათი შესაძლებლობა იყო საქმის არსი პირდაპირ იმ ადამიანებამდე მიეტანათ, ვისაც მოქმედება შეუძლია.

„ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია იმის თქმა, რომ დროა შევაჩეროთ ეს სიგიჟე. მშვიდობის დროა. ამ პროცესების ზოგიერთი საკვანძო აქტორი სწორედ აქ იმყოფება“, - განაცხადა გუტერეშმა.

„ჩვენ უფრო მეტად ის ფაქტი გვანერვიულებს, რომ გვაქვს კონფლიქტები, რომლებიც უსასრულო ჩანს. ეს ეხება როგორც რუსეთსა და უკრაინას, ისე ახლო აღმოსავლეთს - ღაზას სექტორიდან ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის დაპირისპირებამდე“, - დასძინა მან.