ბათუმში, ზღვაში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს

ლენტი ზღვა

ბათუმში, ზღვაში ქალის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალი 29 აგვისტოს, დაახლოებით ღამის 11 საათისათვის, ბათუმის ძველი ბულვარის მიმდებარედ შევიდა ზღვაში და გაუჩინარდა.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.