სვანეთში დაკარგული ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს
1788281376
ქართველი ალპინისტი, საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციის პრეზიდენტი შოთა მირიანაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას გიორგი ნიკოლაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალპინისტური კლუბი ავრცელებს.
შოთა მირიანაშვილი 1960-70-იან წლებში იყო საქართველოს მთამსვლელთა ნაკრების კაპიტანი და მწვრთნელი. განხორციელებული აქვს მრავალი ასვლა, მათ შორის პირველასვლები, როგორც კავკასიონზე, ასევე პამირის და ტიან-შანის მთიანეთში.
შოთა მირიანაშვილს მინიჭებული აქვს საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატის და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდებები. ხელმძღვანელობდა ასზე მეტ მასობრივ ალპინიადას და სპორტულ-საკვალიფიკაციო შეკრებას.
შოთა მირიანაშვილი გიორგი ნიკოლაძის სახელობის კლუბის ხელმძღვანელი იყო მრავალი წლის განმავლობაში.
გიორგი ნიკოლაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალპინისტური კლუბის ინფორმაციით, პანაშვიდი გაიმართება 1 და 2 სექტემბერს ვაკის სამების ეკლესიაში. შოთა მირიანაშვილს 3 სექტემბერს დაკრძალავენ.