გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო პალესტინის მიერ შემუშავებული რეზოლუცია, რომელიც მოითხოვს, „ისრაელმა 12 თვის განმავლობაში შეწყვიტოს უკანონო ყოფნა ოკუპირებული პალესტინის ტერიტორიაზე“

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო პალესტინის მიერ შემუშავებული რეზოლუცია, რომელიც მოითხოვს, „ისრაელმა 12 თვის განმავლობაში შეწყვიტოს უკანონო ყოფნა ოკუპირებული პალესტინის ტერიტორიაზე“

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო პალესტინის მიერ შემუშავებული რეზოლუცია, რომელიც მოითხოვს „ისრაელმა 12 თვის განმავლობაში შეწყვიტოს უკანონო ყოფნა ოკუპირებული პალესტინის ტერიტორიაზე“. ინფორმაცია ამის შესახებ გაერო-ს ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.

რეზოლუციას მხარი დაუჭირა 124-მა ქვეყანამ, წინააღმდეგი იყო 13 ქვეყანა, ხოლო 43-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, თავი შეიკავა. რეზოლუცია მიესალმება მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს ივლისის საკონსულტაციო დასკვნას, რომელშიც ნათქვამია, რომ ისრაელის მიერ პალესტინის ტერიტორიებისა და დასახლებების ოკუპაცია უკანონოა და ისრაელის ძალები უნდა გავიდნენ.

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუცია მსოფლიო ლიდერების შეკრებამდე რამდენიმე დღით ადრე დაამტკიცა. ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ და პალესტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მაჰმუდ აბასი გაეროს გენერალურ ასამბლეას სიტყვით 26 სექტემბერს მიმართავენ. რეზოლუცია პირველია, რომელიც პალესტინის ადმინისტრაციამ ოფიციალურად წარადგინა, რადგან მან მოიპოვა დამატებითი უფლებები და პრივილეგიები მიმდინარე თვეში, მათ შორის გაერო-ს წევრებს შორის ადგილი სააქტო დარბაზში და რეზოლუციის პროექტების შეთავაზების უფლება.