VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
FSB დუგინის ქალიშვილის "მკვლელის" ფოტოს აქვეყნებს. მათი მტკიცებით, დარია დუგინა უკრაინის მოქალაქემ, 43 წლის ნატალია ვოვკიმ მოკლა, რომელიც რუსეთში ივნისში ჩავიდა, 12 წლის ქალიშვილთან ერთად.
რუსეთის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ ვოვკი აზოვის პოლკში ირიცხება.
FSB ამტკიცებს, რომ მკვლელობის დღეს, ის შვილთან ერთად იმყოფებოდა ლიტერატურულ და მუსიკალურ ფესტივალზე, სადაც დუგინა საპატიო სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული. მას შემდეგ, რაც 21 აგვისტოს დუგინა ავტომანქანაში ააფეთქეს, ეჭვმიტანილი და მისი ქალიშვილი ფსკოვის რეგიონის გავლით ესტონეთში გაემგზავრნენ.