„წაგებას არ ვიმსახურებდი, ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები...“ - უმარ ნურმაგომედოვი
1737274450
რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (ეფ-ეს-ბე) დარია დუგინას მკვლელობაში უკრანული სპეცსამსახურები დაადანაშაულა, უწყებაში ამბობენ, რომ მათ დანაშაული გახსნეს.
„დადგინდა, რომ დანაშაული მოამზადეს და განახორციელეს უკრაინულმა სპეცსამსახურებმა. შემსრულებელი არის 1979 წელს დაბადებული უკრაინის მოქალაქე ნატალია ვოვკი“,- ნათქვამია „ეფ-ეს-ბეს“ განცხადებაში.
უწყებაში, ასევე, ამბობენ, რომ ვოვკი რუსეთში, 12 წლის ქალიშვილთან ერთად 23 ივლისს ჩამოვიდა და ქირით დუგინას მეზობლად ცცხოვრობდა. მათი მტკიცებით, უკრაინელი ქალი დარია დუგინას ცხოვრების წესს ეცნობოდა.