ფრიდრიხ მერცი: 2026 შეიძლება გახდეს წელი, როდესაც გერმანია და ევროპა ახალი ძალით კვლავ დაიძვრებიან მშვიდობის, თავისუფლებისა და კეთილდღეობის ათწლეულებისკენ

ფრიდრიხ მერცი

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა, საახალწლო მიმართვაში განაცხადა, რომ ევროპისთვის მომავალი 2026 წელი შესაძლოა გადამწყვეტი გახდეს, ევროკავშირმა კი საკუთარი ინტერესები დამოუკიდებლად უნდა დაიცვას, რადგან შეიცვალა ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობა. მერცის თქმით, უკრაინაში ომი ევროპის უსაფრთხოებას განსაზღვრავს, ამიტომ სამხედრო გამოწვევებს ევროპამ საკუთარი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებით უნდა უპასუხოს.

„ევროპაში საშინელი ომი მძვინვარებს. ეს არის ომი, რომელიც პირდაპირ ემუქრება ჩვენს თავისუფლებასა და უსაფრთხოებას. 2026 წელი შეიძლება ახალი დასაწყისების წელი გახდეს, წელი, როდესაც გერმანია და ევროპა ახალი ძალით კვლავ დაიძვრებიან მშვიდობის, თავისუფლებისა და კეთილდღეობის ათწლეულებისკენ“, - განაცხადა მერცმა.