1747598145
ფონ დერ ლაიენის თქმით, მიმდინარე კვირა უკრაინაში ომის დასასრულებლად გადამწყვეტი იქნება

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, მიმდინარე კვირა გადამწყვეტი იქნება უკრაინაში ომის დასასრულებლად. ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად საჭირო პირობები უახლოეს დღეებში უნდა შეიქმნას.
ევროკომისიის პრეზიდენტმა რომში, იტალიის პრემიერ-მინისტრთან და ამერიკის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ კიევის მოკავშირეებს აერთიანებთ, სურვილი უკრაინაში სამართლიანი მშვიდობა დამყარდეს, რისთვისაც ერთობლივი ძალისხმევით უნდა იმოქმედონ.