სუპერ ელ-ნინიო ძლიერდება - რას უნდა ველოდოთ 2027 წლისთვის
1788983856
ფლორიდაში მოზარდმა 3 წლის და ბალიშით „დასამშვიდებლად“ გაგუდა.
ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
პოლიციამ 16 წლის ჩარლიზ ბელს ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენა.
წინასწარი გამოძიებით დადგინდა, რომ მოზარდმა დას ბალიში იმისთვის დაადო, რომ დაემშვიდებინა, ხოლო როდესაც დედა ოთახში შევიდა მცირეწლოვანი აღარ რეაგირებდა.
ამის შემდეგ დედამ 911-ში დარეკა და შეტყობინება გადასცა:
„ის არ რეაგირებს, მისი ტუჩები ცისფერი ხდება“
მომხდარზე გამოძიება გრძელდება.