პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
პროდიუსერი ნატო დუმბაძე, რომელმაც არაერთი წარმატებული პროექტი წარუდგინა საზოგადოებას, წლებია, შოუბიზნესში აღარ საქმიანობს. დიდი დოზით ჰქონდა კონცერტები, ზრუნავდა მომღერლების რეპერტუარზე, გარეგნულ სტილზე, კლიპების გადაღებაზე…
2021 წელი მძიმე და ცრემლიანი გამოდგა ნატოსთვის. ის ჟურნალ „სარკესთან“ რთული პერიოდის შესახებ საუბრობს. მას 2021 წელს დედა გარდაეცვალა:
„ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება დრო, როცა მშობელთან დამშვიდობება უწევს. ძალიან ძნელია ამის გადატანა. მშობელს ასაკი არ აქვს და სანამ ცოცხალია, თავი ყოველთვის ბავშვი გგონია. ბოლომდე მქონდა იმედი, რომ ამ სენს დაძლევდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ მოერია.
ორმოცი დღე ნაბიჯ-ნაბიჯ მივყევი და ლამის ყველა ტაძარი შემოვიარე. მისი სულისთვის ვუკვეთავდი წირვებს, ამავე დროს არ გამომიტოვებია მიცვალებულთა მოსახსენებელი დღეები. 39-ე და მე-40 დღეს შეკვეთილი წირვები ჩავატარეთ მგალობლებთან ერთად. მართალია, სრული სიმშვიდისგან ჯერ შორს ვარ, მაგრამ გარკვეული დოზით დავმშვიდდი. ვიცი, რომ ყველა ეს რიტუალი მის სავალ გზას ამსუბუქებდა და ნამდვილად სასუფეველში შევიდა. ეს რომ არ მჯეროდეს, მაშინ რა აზრი აქვს ჩვენს ქრისტიანობას, მარხვას, ტაძარში სიარულს? ყოველი წირვის შემდეგ ვიღებდი ზიარებას და ეს მაძლიერებდა“.