1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
სკანდალური ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა ნარკოტესტი გაიკეთა. ამის შესახებ BBC წერს.
სანა მარინის გარშემო სკანადალი მას შემდეგ აგორდა, რაც სოციალურ მედიაში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ ის ფინელ დეპუტატებთან და პოპ ვარსკვლავებთან ერთად ცეკვავს კერძო სახლში გამართულ წვეულებაზე. ვიდეოში ისმის საუბარი, სადაც სავარაუდოდ ნახსენებია კოკაინი.
თავად 36 წლის მარინი ამტკიცებს, რომ უკანონო არაფერი გაუკეთებია, თუმცა, რადგანაც ფინელი პოლიტიკოსების ნაწილი მოითხოვდა, რომ მას ნარკოტიკებზე ტესტი გაეკეთებინა, ის ასეც მოიქცა.
მან თქვა, რომ ტესტის პასუხი 6 კვირაში გახდება ცნობილი. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ დასამალი არაფერი აქვს და ნარკოტიკები არასდროს მიუღია.